პონი (ინგლ. pony), ტანად პატარა (სიმაღლით 80-140 სმ) ცხენი, რომელიც გამოყვანილია ბრიტანეთის (მათ შორის შეტლენდის, ჰებრიდის, ირლანდიის და სხვა), ისლანდიის, კორსიკის, სიცილიის, გოტლანდის, ჰოკაიდოს (იაპონია) კუნძი+ულებზე. არსებობს დაახლოებით 20-მდე ჯიში. პონს იყენებდნენ წვრილ-გლეხურ მეურნეობაში სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად, მაღაროებში. მთის ბილიკებიან გზებზე ტვირთის გადასიდად, ქალაქში პროდუქტების დასატარებლად და სხვა. ამჟამად მად ძირითადად იყენებენ პარკებსა და ბაღებში ბავშვების გასასეირნებლად. ზოგ ქვეყანაში გამოჰყავთ პონის სპეციალური საჯდომი და შესაბმელი ჯიშები.