მთავარი »
2010 » სექტემბერი » 20 » კოლხური ცხენი, იგივე მეგრული
17:45 კოლხური ცხენი, იგივე მეგრული |
მეგრული ცხენი, საჯდომ-სასაპალნე ჯიშის ცხენი. უხსოვარი დროიდან არის მოშენებული საქართველოს შავის ზღვის სანაპირო რაიონებში.
ტანად პატარაა, სიმაღლე (სმ-ობით) მინდაოში — 129, ტანის ირიბი სიგრძე — 139,5, გულმკერდი ირგვლივ — 145, ნების ირგვლივ — 16. აქვს კვადრატული ფორმა, საშუალოდ მასიური კორპუსი; ძვალმსხვილია, მშრალი და მაგარი კონსტიტუციისაა, კარგად აქვს განვითარებული კუნთოვანი სისტემა. ფერად წაბლაა, გვხვდება ლურჯა, იშვიათად ყორნისფერი, გამოირჩევა მუშაობის დიდი უნარით. მისი საპალნის მასაა 100-130 კგ — ცოცხალი მასის 35-40%. სელის დროს ფრთხილია, რის გამოც მშვიდად დადის როგორც მთაგორიან, ისე ჭაობიან ადგილებში. მუშაობის კარგი თვისებების, ადგილობრივი ბუნებრივ-კლიმატური პირობებთან შეგუების დიდი უნარის, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოზე გამოყენების ფართო შესაძლებლობის გამო საჭიროა მისი ხალასად მოშენება.
|
კატეგორია: ინფორმაცია |
ნანახია: 963 |
დაამატა: kochi
| რეიტინგი: 0.0/0 |