www.horse.ucoz.org

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 20 » ცოტა რამ ცხენების შესახებ
18:07
ცოტა რამ ცხენების შესახებ
მსოფლიოში ცნობილია ცხენის 200-მდე ჯიში. შინაური ცხენების ჯიშები იყოფა შემდეგნაირად: მძიმე ტვირთმზიდი, მძიმე შესაბმელი, მსუბუქი შესაბმელი, საჯდომ შესაბმელი, და საჯდომი.
ცხენის სქესობრივი ჩამოყალიბება 1.5 წლიდან იწყება(ზოგიერთს აგვიანდება 3 წლამდეც). დედალ ცხენს ფაშატი ჰქვია, მისი მაკეობის პერიოდი 11 თვეს გრძელდება, ის შობს ერთ კვიცს(ძალიან იშვიათად ორსაც.პირადად ნანახი მყავს ) დედა ცხენი დღე-ღამეში 13-15 ლ. რძე შეუძლია მისცეს ახალშობილს, რომელიც დაბადებიდან 15-20 დღემდე თვალს ვერ ახელს და მისი გადაადგილება, მხოლოდ ყნოსვასა და სმენაზეა დამოკიდებული.
ცხენს ისევე , როგორც ძაღლს ყნოსვა, მხედველობა და მახსოვრობის უნარი ძალიან განვითარებული აქვს. ცხენის ზრდა ჩამოყალიბება 5 წ-მდე გრძელდება, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-35 წელია. სამეურნეო საქმიანობისათვის და გამრავლებისათვის 25 წლამდე ვარგისია.
ცხენების ერთობლივობას ანუ ოჯახს რემა ჰქვია, რემაში გაწევრიანებულია რამოდენიმე ათეული ცხენი,რომელთაც მხოლოდ ერთი ოჯახის უფროსი ჰყავთ მამალი ცხენი(ულაყი), რომელზეც დამოკიდებულია ყველაფერი(ფაშატების დამაკება, საძოვრებზე გადადენვა და შერჩევა მისი, ახალშობილების ნადირიდან დაცვა,მათი წრთვნა და ა.შ.). ის ულაყ კვიცებს რემაში მხოლოდ 2 წ-მდე აჩერებს შემდეგ კი უშვებს რემიდან.
რემის მეთაურ ულაყს ძალიან დიდი ბრძოლების გადატანა უწევს მტაცებლებთან(თუ რა თქმა უნდა ველურ პირობებში იზრდებიან) თავისი ოჯახის წევრების დასაცავად, ძირითადად ახალშობილების, რომელთა ხშირი სტუმარი მგელია. ამ საქმეს გამოცდილი რემის მეთაური ძალიან კარგადაც უძღვება ფაშატების დახმარებით, სხვათაშორის ძალიან საინტერესო სანახავი არის: წრეს აკეთებს ფაშატები თავებით ერთმანეთისაკენ, ამ წრეში კვიცებია მოქცეული, ხოლო გარეთა რკალს ულაყი აკონტროლებს, მას სერიოზული, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა აქვს მომხვდურებთან.
ცხენებს ფერმერები თავიანთ საგვარეულო დამღას ასვამენ, ძირითადად შესაჯდომ ანუ მარცხენა მხარეს წინა და უკანა ფეხზე.(მოგვიანებით ყველა ქართულ დამღას დავსვამ საიტზე,რომლითაც ჩვენი წინაპრები სარგებლობდნენ)


 
კატეგორია: ინფორმაცია | ნანახია: 3318 | დაამატა: kochi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
e border="0" width="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *: Email:
Code *:
მოგესალმები სტუმარი
Make a free website with uCoz