www.horse.ucoz.org

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 20 » კოლხური ცხენი, იგივე მეგრული
17:45
კოლხური ცხენი, იგივე მეგრული

მეგრული ცხენი, საჯდომ-სასაპალნე ჯიშის ცხენი. უხსოვარი დროიდან არის მოშენებული საქართველოს შავის ზღვის სანაპირო რაიონებში.

ტანად პატარაა, სიმაღლე (სმ-ობით) მინდაოში — 129, ტანის ირიბი სიგრძე — 139,5, გულმკერდი ირგვლივ — 145, ნების ირგვლივ — 16. აქვს კვადრატული ფორმა, საშუალოდ მასიური კორპუსი; ძვალმსხვილია, მშრალი და მაგარი კონსტიტუციისაა, კარგად აქვს განვითარებული კუნთოვანი სისტემა. ფერად წაბლაა, გვხვდება ლურჯა, იშვიათად ყორნისფერი, გამოირჩევა მუშაობის დიდი უნარით. მისი საპალნის მასაა 100-130 კგ — ცოცხალი მასის 35-40%. სელის დროს ფრთხილია, რის გამოც მშვიდად დადის როგორც მთაგორიან, ისე ჭაობიან ადგილებში. მუშაობის კარგი თვისებების, ადგილობრივი ბუნებრივ-კლიმატური პირობებთან შეგუების დიდი უნარის, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოზე გამოყენების ფართო შესაძლებლობის გამო საჭიროა მისი ხალასად მოშენება.



 
კატეგორია: ინფორმაცია | ნანახია: 959 | დაამატა: kochi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
e border="0" width="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *: Email:
Code *:
მოგესალმები სტუმარი
Make a free website with uCoz