www.horse.ucoz.org

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 20 » აქ წარმოდგენილია მხოლოდ მნიშვნელოვანი ცხენები
18:48
აქ წარმოდგენილია მხოლოდ მნიშვნელოვანი ცხენები

აროდი - როჰანის ცხენი, ეომერის ერთ-ერთი თანმხლების კუთვნილი. მას შემდეგ, რაც მისი პატრონი დაიკარგა ორკებთან ბრძოლაში, ეომერმა ცხენი ლეგოლასს გადასცა, რომელიც მასზე გიმლისთან ერთად მგზავრობდა.
აროქი - ჰურინის ცხენი, რომელზეც ის უთვალავი ცრემლის ბრძოლაში მგზავრობდა. სახელი Arroch ნიშნავს 'კეთილშობილ ცხენს'.
ასფალოტი - რივენდელელი გლორფინდელის ცხენი. სწორედ ასფალოტის დახმარებით გაიქცა დაჭრილი ფროდო რივენდელში.
ფელაროფი - წარმოშობით ეს იყო ანდუინის ჩრდილოეთის ცხენი. როდესაც ლეოდმა სცადა მისი მოთვინიერება, ფელაროფმა გადმოადგო ის, რის შემდეგაც თავად გარდაიცვალა. ლეოდის შვილი ეორლი თვლიდა, რომ ფელაროფი ვალშია მის წინაშე, მამის დაღუპვის გამო და ცხენიც მთელი ცხოვრება მორჩილად ემსახურებოდა.
ცეცხლფეხა (Firefoot) - როჰირიმთა ცხენი, რომელზეც ბეჭდის ომის დროს ეომერი მგზავრობდა. ჰელმის ხრამიდან ედორასში გადასვლისას მასზე გიმლიც იჯდა.
ჰაზუფელი - თავდაპირველად მასზე როჰანელი გარულფი იჯდა. მაგრამ ორკებთან ბრძოლის დროს პატრონი დაიკარგა და ეომერმა ის არაგორნს გადასცა.
ნათელფეხა (Lightfoot) - თოვლფაფარას (Snowmane), მეფე თეოდენის ცხენის შვილი. ამ ცხენის ვრცელი ისტორია უცნობია.
ნაჰარი - ორომეს ცხენი. ამ ცხენით იგი მოივლიდა არდას მზის პირველი ამოსვლის ეპოქამდე.
როქალორი - მეფე ფინგოლფინის საბრძოლო ცხენი, რომელზეც იგი გაემგზავრა მორგოთთან საბრძოლველად. ამბობენ, რომ ფინგოლფინის დაღუპვის შემდეგ როქალორზე იერიში მგლებმა მიიტანეს. ის გაიქცა, მაგრამ ჰითლუმში უიმედობისა და მომხდარი უბედურების გამო დაეცა და მოკვდა.
როჰერინი - ბეჭდის ომის დროს ეს ცხენი არაგორნს მოხეტიალეებმა აჩუქეს. ამბობენ, რომ ეს იყო არუენის ძღვენი. მისი სახელი ნიშნავს 'ქალბატონის საჩუქარს'.
შედოუფაქსი - როჰირიმთა ერთ-ერთი წარჩინებული ცხენი. გენდალფმა იგი 'მიისაკუთრა' ბეჭდის ომის დროს. ომის დასრულების შემდეგ, გასამრჯელოს სახით მან დაიმსახურა უკვდავ მიწებში გამგზავრება.
თოვლფაფარა - მეფე თეოდენის ცხენი, რომელზეც ის ედორასიდან გაემგზავრა. ცხენი სიკვდილამდე მეფეს ახლდა, თუმცა თავად იქცა მეფის დაღუპვის მიზეზად - როდესაც ჰარადრიმის მიერ დაჭრილი, დაეცა მასზე.
ვინდფოლა - ცხენი, რომელზეც ეოვინი მერიადოკ ბრენდიბაკთან ერთად პელენორის მინდვრისაკენ
მგზავრობდა.


 
კატეგორია: ინფორმაცია | ნანახია: 934 | დაამატა: kochi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
e border="0" width="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *: Email:
Code *:
მოგესალმები სტუმარი
Make a free website with uCoz